შერმადინი ესპანეთის ჩემპიონათის თებერვლის თვის MVP გახდა!
Aa
Aa

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონათის თებერვლის თვის MVP გახდა!

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "უნიკახას" ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ACB ლიგაში თებერვლის თვის MVP გახდა.

შერმადინმა მართლაც შთამბეჭდავად იასპარეზა და სრულიად სამსახურებულადაც დაჯილდოვდა.

ეს შერმადინის ესპანურ კარიერაში რიგით მე-4 თვის MVP-ის წოდება გახლავთ. 2016-2017 წლების სეზონში "ანდორაში" ასპარეზობისას ქართველი ცენტრი საუკეთესოდ იანვარში, მარტში და მაისში იქნა დასახელებული.

შერმადინმა მიმდინარე სეზონში ბოლო მატჩი ევროთასზე "ალბას" წინააღმდეგ ჩაატარა. "უნიკახა" 81:101 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 19:10 წუთში 15 ქულა და 3 მოხსნა იყო.

ასევე იხილეთ - ფიფამ 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის ქრთამი აიღო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები