ლუის ენრიკე:
Aa
Aa

ლუის ენრიკე: "მესისთან პრობლემები მქონდა და დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავი"

"ბარსელონას" ყოფილმა და ამჟამად ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესასთან საუბარში ლეო მესისთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა.

ენრიკეს თქმით, მას არგენტინელთან პრობლემები ჰქონდა.

"სანამ მესისთან ყველაფერი არ დავალაგე, დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავი. ამ პრობლემებს ნამდვილად არ ვეძებდი, თუმცა ის თავისით ჩნდებოდა და ამის შესაჩერებლად სწრაფი რეაგირება იყო საჭირო.

ახლა კი მესიზე შემიძლია ვთქვა, რომ მან თავისი შესაძლებლობებით ძალიან გამაოცა, ის გენიოსია. მისი შემხედვარე ყოველთვის მახსენდება ფილმი "მატრიცა", სადაც ირგვლივ ყველაფერი შენელებული ხდება, მთავარი გმირი ნეო კი აკეთებს იმას, რაც სურს. სწორედ მსგავსად მოქმედებს მესიც საფეხბურთო მოედანზე."

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე "ბარსას" 2014-2017 წლებში წვრთნიდა. 2015 წელს მან ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო და კლუბის ისტორიაში თავისი სახელი კიდევ ერთხელ ოქროს ასოებით შეიტანა.

ასევე იხილეთ - დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების 38 მედალი კალიფორნიაში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები