მამუკელაშვილმა კარიერის საუკეთესო მატჩი მოქმედ ჩემპიონ “ვილანოვასთან” ჩაატარა
Aa
Aa

მამუკელაშვილმა კარიერის საუკეთესო მატჩი მოქმედ ჩემპიონ “ვილანოვასთან” ჩაატარა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. NCAA-ის მოქმედ ჩემპიონ “ვილანოვასთან” მატჩში 19 წლის ქართველმა ფორვარდმა 12 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა და “სეტონ ჰოლს” სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა – 79:75.

სანდრო ტრადიცულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 10-დან 5 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. სანდროსთვის მოხსნებში ორივე ხსენებული მაჩვენებელი ჩვენებურისთვის სარეკორდოა.

“სეთონ ჰოლმა” ბიგ ისთის კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატი 9-9 მოგება-წაგებით დაასრულა მე-4 ადგილი დაიკავა. ჯამში 4 გუნდი – სეტონ ჰოლი, ჯორჯტაუნი, კრეიტონი და ქსავიერი აღმოჩნდა 9-9 მოგებ-წაგებით, მამუკელაშვილის გუნდს კი მხოლოდ ჯორჯტაუნმა აჯობა. მცირე პაუზის შემდეგ Big East-ის კონფერენციის პლეი ოფი დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები