ცინცაძე და ბერიშვილი ყატარის ჩემპიონები არიან
Aa
Aa

ცინცაძე და ბერიშვილი ყატარის ჩემპიონები არიან

გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი ყატარის ჩემპიონები არიან. მათმა გუნდმა “ალ შამალმა” ფინალურ შეხვედრაში 80:77 დაამარცხა “ალ არაბი” და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ნახევარფინალებისგან განსხვავებით, ფინალში სერია არ გამართულა. ჩემპიონი 1 მატჩის შედეგად გამოვლინდა და ის ქართველების გუნდი გახდა.

ორივე ქართველმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა. ცინცაძემ მოედანზე 32 წუთი გაატარა და 7-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის ანგარიშზე საბოლოოდ 12 ქულა, 8 პასი და 3 მოხსნა დაგროვდა. ცინცაძემ 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

მიხეილ ბერიშვილმაც 32 წუთი ითამაშა. მისი სტატისტიკა მოკრძალებული გახლდათ. ბერიშვილმა 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე საბოლოოდ 3 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დაგროვდა. ქართველმა ფორვარდმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები