Aa
Aa

"ბარსას" შესაძლოა "ლიონთან" დემბელე ვერ დაეხმაროს

"ბარსელონამ" ლა ლიგის 27-ე ტურში "რაიო ვალეკანო" 3:1 დაამარცხა და "ატლეტიკოსთან" 7 ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა.

ერნესტო ვალვერდესთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. გუნდმა ძალები დაზოგა და ჩემპიონთა ლიგის მატჩს დასვენებული ხვდება, თუმცა შეხვედრის შემდეგ კატალონიელთათვის საკმაოდ უსიამოვნო რამ მოხდა.

უსმან დემბელემ მუხლის არეში დისკომფორტი იგრძნო და მედშტაბს აცნობა. ფრანგ ფეხბურთელს დამატებითი გამოკვლევა დაუნიშნეს, რომელიც მას უახლოეს საათებში ჩაუტარდება, რის შემდეგაც გადაწყდება ითამაშებს თუ არა ის "ლიონთან".

დემბელეს არყოფნა "ბარსასთვის" დიდი დანაკლისია, რადგან კოუტინიო საკმაოდ ცუდ ფორმაშია და პლუს ამას მარცხენა ფორვარდად ის საკმაოდ სუსტად გამოიყურება. ბრაზილიელის მსგავსად დემბელეს პოზიციაზე ვერც მალკომი თამაშობს.

"ბარსელონასა" და "ლიონის" მატჩი "კამპ ნოუზე" 13 მარტს გაიმართება.

ასევე იხილეთ - "ადვილ გზებს არ ვეძებთ" - რომან დოლიძე UFC-ში პირველ ბრძოლას რუსეთში გამართავს!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები