ანაზღაურება მეტი ვიდრე მესის, რეკორდული თანხა - პერესი ნეიმარს უმიზნებს!
Aa
Aa

ანაზღაურება მეტი ვიდრე მესის, რეკორდული თანხა - პერესი ნეიმარს უმიზნებს!

ესპანური Sport-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მადრიდის "რეალი" ზაფხულში "პსჟ"-ს ნეიმარის სანაცვლოდ 350 მილიონ ევროს შესთავაზებს.

მადრიდელები ბრაზილელ ფეხბურთელს წლიურად 45 მილიონ ევროს გადაუხდიან და პლანეტის ყველაზე მაღალაზღაურებად ფეხბურთელად აქცევენ.

"აიაქსთან" წაგების შემდეგ ფლორენტინო პერესი სრულ აგონიაშია და გუნდის ძირეულად შეცვლას გეგმავს.

სავარაუდოა, რომ "რეალს" ამჟამინდელი ლიდერების უმრავლესობა დატოვებს, მათ შორის მოიაზრება სერხიო რამოსიც, რომელიც პერესს ღიად დაუპირისპირდა.

ნეიმარი პარიზულ კლუბში ამჟამად წლიურად 36 მილიონს გამოიმუშავებს და მადრიდელებიც სწორედ ანაზღაურებას უმიზნებენ. ახალი "რეალი", რომელიც ბრაზილიელის ირგვლივ აშენდება და ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება - ნეიმარი მესიზე მეტს გამოიმუშავებს.

ცალსახაა, რომ ბრაზილიელს "პსჟ"-სგან განსხვავებით ოქროს ბურთის მოგების მეტი შანსი "რეალში" ექნება.

წყაროს ცნობით, "რეალი" მბაპეს შეძენას არ შეეცდება, რადგან ახალგაზრდა ფრანგი ამ ეტაპზე სამშობლოს დატოვებას არ გეგმავს.

სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის, თუმცა "პსჟ"-სა და ნეიმარისთვის ყველაფერი ნაადრევად დასრულდა და ლოგიკურია, რომ ბრაზილიელის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციების გავრცელება უკვე დაიწყო.

ასევე იხილეთ - "გუარდიოლამ "იუვენტუსთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია" - დღის სენსაცია!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები