რანიერი ''მარადიულ ქალაქში'' ბრუნდება
Aa
Aa

რანიერი ''მარადიულ ქალაქში'' ბრუნდება

იტალიური საფეხბურთო კლუბის, ''რომას'' მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტს კლაუდიო რანიერი დაიკავებს. ინფორმაციას skysports-ი ავრცელებს. რანიერი, რომელიც გასულ კვირაში ''ფულემის'' მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლეს, რომში ჩაფრინდა 'მარადიული ქალაქის'' კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად.

რანიერიმ ''ფულემში'' მუშაობისას პრემიერლიგის 17 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო. 67 წლის სპეციალისტი ''რომაში'' 2009-11 წლებში მუშაობდა.

რანიერი რომშია დაბადებული, ფეხბურთელობისას მისი პირველი პროფესიული კლუბი სწორედ ''რომა'' იყო. რანიერი ''რომაში'' 1973-74 წლებში თამაშობდა.

რაც შეეხება ეუსებიო დი ფრანჩესკოს, მან პოსტი ჩემპიონთა ლიგაზე ''პორტუსთან'' მარცხის შემდეგ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები