Aa
Aa

"მანჩესტერთან" მარცხის შემდეგ ნეიმარმა მსაჯთა ოთახში შეჭრა სცადა

ფრანგული გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით "მანჩესტერთან" განცდილი მარცხის შემდეგ პარიზელთა ბრაზილიელმა ვარსკლავმა, ნეიმარმა, მსაჯთა ოთახში შეჭრა სცადა.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა , რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, RMC Sport-თან საუბრისას განაცხადა, რომ 27 წლის ფეხბურთელი ძალიან გაბრაზებული გახლდათ და ოთახში შესასვლელად ყველაფერს აკეთებდა. სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ "პსჟ"-ს წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ ნეიმარი შეეკავებინათ, რაც ადვილი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა სუპერვარსკლავმა შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა, სადაც უეფა გააკრიტიკა: „ეს სამარცხვინოა! ისინი ამ ფეხბურთის არმცოდნე 4 ტიპს კვლავ აძლევენ უფლებას, რომ შენელებული კადრით ვიდეო ნახონ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს! პენალტი არ იყო. როგორ შეიძლება პენალტი ყოფილიყო, როდესაც ბურთი ზურგზე მოხვდა. ჯანდაბამდე გზა გქონიათ (Go f**k yourselves!)“.

RMC Sport-ის ცნობით ემოციების მოთოკვა ვერც პარიზელთა პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, მოახერხა. ფრანგული გამოცემის მიხედვით შეხვედრის შემდეგ მან მუშტები გასახდელისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ერთ-ერთ კარს დაუშინა.

ასევე იხილეთ - მასიმო მორატი - "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ინიესტას და მესის შეძენა სურდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები