Aa
Aa

"რომამ" დი ფრანჩესკო გაათავისუფლა

ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ "რომამ" ეუსებიო დი ფრანჩესკო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ეს ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

დი ფრანჩესკო, რომელმაც 2001 წელს "ჯალოროსისთან" ერთად სკუდეტო დაისაკუთრა, გუნდის თავკაცი 2017 წლის ზაფხულში გახდა. შარშანდელ სეზონში მან კლუბს უდიდესი წარმატება მოუტანა და 1984 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.

"რომას" პრეზიდენტმა, ჯიმ პალოტამ, 49 წლის სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა: "ჩემი და "რომას" თითოეული წევრის სახელით მინდა ეუსებიოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო. კლუბში დაბრუნების შემდეგ იგი ნამდვილი პროფესიონალივით იქცეოდა და პირად საჭიროებებზე წინ მუდამ გუნდს აყენებდა. გვინდა მას წარმატებული მომავალი ვუსურვოთ".

"რომა" წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. "მგლები" 44 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციას იკავებენ და მეოთხეადგილოსან "ინტერს" 3 ქულით ჩამორჩებიან.

ასევე იხილეთ - მასიმო მორატი - "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ინიესტას და მესის შეძენა სურდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები