რიბერი:
Aa
Aa

რიბერი: "ჩვენ "ბაიერნი" ვართ და "ლივერპულის" არ გვეშინია"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი მომდევნო კვირას დასრულდება. ფეხბურთის მოყვარულებს წინ რამდენიმე საკმაოდ დაძაბული მატჩი ელით. ყველაზე დიდ ინტერესს "ალიანს არენაზე" გასამართი შეხვედრა იწვევს, სადაც "ბაიერნი" იურგენ კლოპის "ლივერპულს" დაუხვდება.

პირველ მატჩში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა და გამარჯვებულის ბედი მიუნხენში გადაწყდება. მასპინძლები "მერსისაიდელებთან" ჯახს მოტივირებულები ხვდებიან და მათი ერთ-ერთი ლიდერი, ფრანკ რიბერი, დარწმუნებულია, რომ წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვთ.

ფრანგმა ფეხბურთელმა სამომავლო დაპირისპირებაზე Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: "პოზიტიურად ვართ განწყობილი და გვჯერა, რომ სასურველი შედეგის დაფიქსირება შეგვიძლია".

"ლივერპული" ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ "ბაიერნი" ვართ. საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა და "ლივერპულის" არ გვეშინია".

"თუ გუნდურად ვითამაშებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ მეოთხედფინალის საგზურს აუცილებლად დავისაკუთრებთ. ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლის საკმაოდ დიდი შანსი გვაქვს".

ასევე იხილეთ - "Crystalbet ეროვნული ლიგის" მეორე ტურის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები