„შენ მიხდი და მე მივდივარ“ -
Aa
Aa

„შენ მიხდი და მე მივდივარ“ - "აიაქსთან" მატჩის შემდეგ გასახდელში რამოსი პერესს დაუპირისპირდა!

„რეალში“ სიტუაცია დღითიდღე სულ უფრო ირევა და გუნდში დიდი წმენდა ახლოვდება. ქომაგებმა ფლორენტინო პერესის გადადგომა მოითხოვეს, რამაც ის გააღიზიანა და სავარაუდოა, რომ ჯოხი ფეხბურთელებზე და სამწვრთნელო შტაბზე გადატყდება.

მადრიდული AS-ის ინფორმაციით, “აიაქსთან“ სამარცხვინოდ დამარცხების შემდეგ პერესი განრისხდა და გუნდს გასახდელში ელოდებოდა.

მოთამაშეების გამოჩენიდან 1 წუთის შემდეგ პერესმა ტონს აუწია, მისი საუბრის დროს კი ჭარბობდა სიტყვა სამარცხვინო. პრეზიდენტი ამას ხშირად იმეორებდა.

სწორედ ამ დროს სერხიო რამოსმა პრეზიდენტს პასუხი გასცა. გუნდის კაპიტანი პერესს მისი საბჭოს არასწორ მუშაობაში, გეგმების ცუდად დალაგებაში და მიმდინარე სეზონში მომხდარ კატასტროფაში ადანაშაულებდა.

„შენ მიხდი და მე მივდივარ“ - დისკუსიის დროს რამოსმა ასეთი რამ თქვა, რომლის შემსწრეც მთელი პერსონალი იყო.

ამის შემდეგ პერესმა დირექტორთა საბჭო მოიწვია, რომლის სხდომაც ღამის 2 საათზე შედგა და დონ ფლორენტინომ მათ განსახილველად დაუტოვა თემა, რომელიც სანტიაგო სოლარის შესაძლო დათხოვნასა და მის ნაცვლად ჟოზე მოურინიოს დანიშვნას ითვალისწინებდა.

ცნობისთვის, რამოსსა და მოურინიოს ერთმანეთთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ.

ესპანური გამოცემა ვარაუდობს, რომ მოურინიოს საკითხი შესაძლოა უახლოეს საათებში გადაწყდეს.

ასევე იხილეთ - "მოლაპარაკებები მიმდინარეობს" - მოურინიოს „რეალში“ დაბრუნება თითქმის 100%-ით გადაწყვეტილია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები