წლის მატჩის შემდეგ - ყველა რეაქცია, ზეიმი გაგიჟებამდე, გინება პენალტის გამო და სხვა
Aa
Aa

წლის მატჩის შემდეგ - ყველა რეაქცია, ზეიმი გაგიჟებამდე, გინება პენალტის გამო და სხვა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ გააოცა და აღტაცებაში მოიყვანა.

„მანკუნიანელებმა“ ერთი შეხედვით უიმედო შეხვედრა მოაბრუნეს და ისტორია დაწერეს.

ამ საოცარი საღამოს შემდეგ, "მანჩესტერი" ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში საკუთარ მოედანზე 0:2-ის წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ Sky Sports-ის სპორტულმა მიმომხილველმა და „იუნაიტედის“ ყოფილმა მოთამაშემ გარი ნევილმა ოლე გუნარ სოლსკიაერს სამი კითხვა დაუსვა.

ხსენებულმა კადრებმა სოციალური ქსელები მოიცვა.

„ოლე გუნარ, სამი სწრაფი კითხვა მაქვს თქვენთან: როგორი კონტრაქტი გსურს? ხელფასი რამდენი გინდა? და სად დაგიდგათ ძეგლი?“

სოლსკიაერის პასუხი რა თქმა უნდა მოკრძალებული იყო: „ფანტასტიკური საღამო იყო. ზაფხულამდე ყველაფერს გავაკეთებ და შემდეგ ვნახოთ რას გადაწყვეტს კლუბი. საოცარი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და გვსურს, რომ ფეხბურთელებს ასეთი საღამოები რაც შეიძლება ხშირად ჰქონდეთ. ეს იყო მანჩესტერის სულის გამოვლინება“.

 

პარიზში „პარკ დე პრენსზე“ ხსენებულ შეხვედრას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა და მათ შორის რა თქმა უნდა „იუნაიტედის“ ლეგენდები და ყოფილი ფეხბურთელებიც იყვნენ.

მხიარული პატრის ევრა გამარჯვების შემდეგ ტრიბუნებზე ემოციებს ვერ მალავდა.


 

ერიკ კანტონა გამარჯვების შემდეგ: „მიყვარს. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი“.

 

მატჩის შემდეგ - სრული სიგიჟე „იუნაიტედის“ გასახდელში


 

რაშფორდის გოლმა ჯესი ლინგარდი ჭკუიდან გადაიყვანა!


 

"იუნაიტედის" სამხრეთ აფრიკელი ქომაგების რეაქცია რაშფორდის პენალტის დროს

 

„მანჩესტერის“ სენსაციურ გამარჯვებას კენიაშიც აღნიშნავდნენ


 

მატჩის შემდეგ საკამათო ეპიზოდის შესახებ „მანჩესტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმაც, ისაუბრა. ამ უკანასკნელმა სლოვენიელი რეფერი გააკრიტიკა და განაცხადა:

„არ მაინტერესებს მსაჯი რას ამბობს. ჩემი აზრით ხელით თამაშს ადგილი არ ჰქონია. შეხედეთ იგი სხვა მხარეს იყურება“.

„ამ ეპიზოდში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. მსაჯის გადაწყვეტილება ძალიან მესიამოვნა, მაგრამ არ ვთვლი, რომ თერთმეტმეტრიანი დასადები იყო. არაბუნებრივი იქნება ამ დროს ხელები დაბლა, რომ დაუშვა და პლუს ამას ეს მოწინააღმდეგეს უპირატესობას მისცემს, რაც უსამართლობაა“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნეიმარი ემოციებს ვერ მალავდა. საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ფეხბურთელმა ინსტაგრამიდან უეფას აგინა:

„ეს სამარცხვინოა! ისინი ამ ფეხბურთის არმცოდნე 4 ტიპს კვლავ აძლევენ უფლებას, რომ შენელებული კადრით ვიდეო ნახონ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს!

პენალტი არ იყო. როგორ შეიძლება პენალტი ყოფილიყო, როდესაც ბურთი ზურგზე მოხვდა.

ჯანდაბამდე გზა გქონიათ (Go f**k yourselves!)“.

მაიკლ ოუენის გარდა რაშფორდის გოლი ყველას გაუხარდა

 

ენტონი მარსიალი „იუნაიტედის“ გამარჯვებას ასე აღნიშნავდა


 

დღის ფოტო - ერიკ კანტონა, სერ ალექს ფერგიუსონი და ოლე გუნარ სოლსკიაერი

ასევე იხილეთ - როგორ აღნიშნეს "მანჩესტერის" ქომაგებმა გამარჯვება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები