Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

ლეიკერსი - დენვერი 99 – 115

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ კრიზისში იმყოფება. ლებრონ ჯეიმსის გუნდს ფლეიოფში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსიღა შერჩა. ლუკ უოლტონის ბიჭებმა სიტუაციის გამოსწორება ვერც „დენვერთან“ გამართულ მატჩში მოახერხეს და მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნიეს.

„ლეიკერსს“ 31 ქულით ლებრონმა ულიდერა, რომელმაც ამავდროულად ისტორიული შედეგი დააფიქსირა და დაგროვებული ქულების რაოდენობით მაიკლ ჯორდანს გადაასწრო. ჯაველ მაკგიმ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. რაჟონ რონდო კი 4 ქულასა და 11 შედეგიან გადაცემას დასჯერდა.

„დენვერის“ რიგებში 23 ქულით უილ ბარტონი გამოირჩა. ჯამალ მარიმ და გერი ჰერისმა 19-19 ქულა მიითვალეს. ნიკოლა იოკიჩმა კი აქტივში 12 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა და 17 მოხსნა ჩაიწერა.

პელიკანსი - იუტა 104 – 114

„იუტა ჯაზმა“ წინა შეხვედრაში განცდილი მარცხის გამო „ნიუ ორლეანს“ რევანში აუღო. „ჯაზმენებმა“ შესანიშნავად იასპარეზეს და დამაჯერებელი გამარჯვება ჩაიწერეს.

„იუტას“ 25 ქულით დერიკ ფეივორსმა ულიდერა. დონოვან მიჩელმა და რუდი გობერმა 22-22 ქულა გაიფორმეს. კაილ კორვერი კი 12 ქულას დასჯერდა.

„ნიუ ორლეანის“ რიგებში საუკეთესო ჯულიუს რენდლი გახდა, რომელმაც 23 ქულა დააგროვა. ჯრუ ჰოლიდეიმ და ენტონი დევისმა 16-16 ქულა მიითვალეს, ხოლო ფრენკს ჯექსონმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

სხვა მატჩების შედეგები

შარლოტი - მაიამი 84 – 91

დეტროიტი - მინესოტა 131 – 114

ვაშინგტონი - დალასი 132 – 123

ატლანტა - სან ანტონიო 104 – 111

ბრუკლინი - კლივლენდი 113 – 107

ჩიკაგო - ფილადელფია 108 – 107

ფინიქსი - ნიუ იორკი 107 – 96

საკრამენტო - ბოსტონი 109 – 111

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები