Aa
Aa

"ჯანდაბამდე გზა გქონიათ!" - ნეიმარმა უეფას აგინა!

ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალებიდანვე გახურდა და ფეხბურთის ქომაგმა დაუვიწყარი სანახაობები იხილა.

„აიაქსის“ მადრიდულ სენსაციას „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პარიზში მორიგი საოცარი „ქამბექი“ მოაყოლა და განახევრებული შემადგენლობით „პსჟ“-ს 0:2-დან თამაში მოუგო.

როგორც მოგეხსენებათ, ტრავმის გამო ტუხელის გუნდს ნეიმარი ვერ ეხმარებოდა, რომელსაც თავისი გუნდის გამარჯვებისა და მეოთხედფინალში მოედანზე დაბრუნების იმედი ჰქონდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრაზილიელი ფეხბურთელი ემოციებს ვერ მალავდა, რაც საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ფეხბურთელმა ინსტაგრამიდან უეფას აგინა:

„ეს სამარცხვინოა! ისინი ამ ფეხბურთის არმცოდნე 4 ტიპს კვლავ აძლევენ უფლებას, რომ შენელებული კადრით ვიდეო ნახონ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს!

პენალტი არ იყო. როგორ შეიძლება პენალტი ყოფილიყო, როდესაც ბურთი ზურგზე მოხვდა.

ჯანდაბამდე გზა გქონიათ (Go f**k yourselves!)“.

სავარაუდოდ ნეიმარს დასჯიან, ამ ყველაფერს მოგვიანებით გავიგებთ. ბრაზილიელს კი თავისი სანატრელი ოქროს ბურთის მოსაგებად კიდევ ერთი წლით მოცდა მოუწევს.

ასევე იხილეთ - ფერდინანდი: "პენალტი არ უნდა დანიშნულიყო"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები