Aa
Aa

დონოვან მიჩელი ჩვეულ სტიქიაშია

„იუტა ჯაზის“ მსროლელი მცველი, დონოვან მიჩელი, შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 22 წლის კალათბურთელმა ამჯერად თავი „ნიუ ორლეანთან“ გამოიჩინა და „პელიკანსის“ წინააღმდეგ მორიგი ინდივიდუალური მიღწევა გაიფორმა.

მიჩელმა „იუტას“ არსებობის მანძილზე 3000 ქულიანი ნიშნული ყველაზე სწრაფად გადალახა. აქამდე საუკეთესო შედეგი დარელ გრიფითს ეკუთვნოდა, ვისაც მიზნის მისაღწევად 150 შეხვედრა დასჭირდა. დონოვანმა იგივე მაჩვენებელი 139 მატჩში დააფიქსირა.

მიჩელი წლევანდელ სეზონში „იუტას“ უდავო ლიდერია. იგი საშუალოდ 23.3 ქულას აგროვებს და პარკეტიდან 42.1 პროცენტით უტევს.

22 წლის კალათბურთელის ბრწყინვალე თამაშის წყალობით „ჯაზმა“ მორიგი გამარჯვება გაიფორმა და პლეიოფში საკუთარი მოედნის უპირატესობის მოსაპოვებლად ბრძოლას განაგრძობს.

დონოვან მიჩელის და კომპანიის ანგარიშზე 37 გამარჯვება და 27 მარცხია. ისინი დასავლეთ კონფერენციის მეექვსე პოზიციას იკავებენ და მეოთხეადგილოსან „პორტლენდს“ 2 მოგებით ჩამორჩებიან.

წარმატებული სერიის გაგრძელებას „ჯაზმენები“ მომდევნო შეხვედრაშიც შეეცდებიან. ქუინ სნაიდერის ბიჭების მეტოქე წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი აუთსაიდერი „მემფის გრიზლისი“ იქნება. „იუტა“ მაიკლ კონლის გუნდს სტუმრად დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ - "მეფემ" მაიკლ ჯორდანს გადაასწრო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები