ფერდინანდი:
Aa
Aa

ფერდინანდი: "პენალტი არ უნდა დანიშნულიყო"

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. „წითელმა ეშმაკებმა“ სასწაული მოახდინეს და სტუმრად „პსჟ“-ს სასურველი ანგარიშით სძლიეს.

ოლე გუნარ სულშერის გუნდმა გადამწყვეტი გოლი ბოლო წამებზე დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით შეაგდო. შეხვედრის მთავარი არბიტრის, დამირ სკომინას, გადაწყვეტილებას საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მატჩის შემდეგ საკამათო ეპიზოდის შესახებ „მანჩესტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმაც, ისაუბრა. ამ უკანასკნელმა სლოვენიელი რეფერი გააკრიტიკა და განაცხადა: „არ მაინტერესებს მსაჯი რას ამბობს. ჩემი აზრით ხელით თამაშს ადგილი არ ჰქონია. შეხედეთ იგი სხვა მხარეს იყურება“.

„ამ ეპიზოდში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. მსაჯის გადაწყვეტილება ძალიან მესიამოვნა, მაგრამ არ ვთვლი, რომ თერთმეტმეტრიანი დასადები იყო. არაბუნებრივი იქნება ამ დროს ხელები დაბლა, რომ დაუშვა და პლუს ამას ეს მოწინააღმდეგეს უპირატესობას მისცემს, რაც უსამართლობაა“.

ასევე იხილეთ - როგორ გამოეხმაურა ესპანური პრესა "რეალის" ფიასკოს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები