„რეალის“ გულშემატკივრებს ბეილის მაგივრად ისკოსა და ხამეს როდრიგესის ხილვა სურთ
Aa
Aa

„რეალის“ გულშემატკივრებს ბეილის მაგივრად ისკოსა და ხამეს როდრიგესის ხილვა სურთ

ესპანურმა გამოცემა „AS“-მა საკუთარ მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. გაზეთის ინტერესებში იმის გარკვევა შედიოდა თუ როგორი უნდა იყოს გულშემატკივრების აზრით მადრიდის „რეალის“ ძირითადი შემადგენლობა. ამ მომენტში „სამეფო გუნდის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ნახევარდაცვაში მოთამაშეების არჩევა უჭირს, რაც თავადაც არაერთხელ განაცხადა. გამოკითხვის შედეგებმა კი აჩვენა, რომ გულშემატკივართა უმრავლესობას ძირითად შემადგენლობაში გარეტ ბეილის ყოფნა არ სურს და უელსელს ისკოსა და ხამეს როდრიგესს ამჯობინებენ.

 

მიმდინარე სეზონში გარეტ ბეილი გულშემატკივრებისა და პრესის მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. უელსელს ძირითადად იმის გამო საყვედურობდნენ, რომ ის გუნდს დაცვაში ძალიან იშვიათად ეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები