როგორ გამოეხმაურა ესპანური პრესა
Aa
Aa

როგორ გამოეხმაურა ესპანური პრესა "რეალის" ფიასკოს

„რეალის“ კრახს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სანტიაგო სოლარის ბიჭებმა სტუმრად მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საკუთარ მოედანზე 4-1 განადგურდნენ.

"აიაქსთან" განცდილი სამარცხვინო წაგების შემდეგ ესპანურმა პრესამ "სამეფო კლუბი" არ დაინდო და მიწასთან გაასწორა.

მადრიდში დაარსებულმა MARCA-მ პირველ გვერდზე „სანტიაგო ბერნაბეუს“ ფოტო გამოიტანა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო.

„აქ განისვენებს გუნდი, რომელმაც ისტორია დაწერა“.

SPORT გაცილებით კრიტიკული იყო.

„ეპოქის დასასრული“.

„რეალმა“ „ბერნაბეუზე“ სამარცხვინო მარცხი იწვნია და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფს გამოეთიშა. „ბერნაბეუ“ კი ითხოვს: „ფლორენტინო, გადადექი“!

Mundo Deportivo გაცილებით მოკრძალებული გახლდათ.

„აბსოლუტურად არაფერი“.

AS-მა კი განაცხადა.

„ტრაგიკული კვირა! 6 დღის მანძილზე „რეალი“ „კოპა დელ რეის“, ჩემპიონთა ლიგას და ლა ლიგას დაემშვიდობა“.

ასევე იხილეთ - ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები