დუშან ტადიჩი ელიტარულ კომპანიაში!
Aa
Aa

დუშან ტადიჩი ელიტარულ კომპანიაში!

ამსტერდამის „აიაქსის“ სერბი შემტევი, დუშან ტადიჩი, ელიტარულ კომპანიას შეუერთდა. 30 წლის ფორვარდი ისტორიაში მეცხრე ფეხბურთელი გახდა, ვინც ფრანგული გამოცემა L'Equipe-სგან მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა.

ტადიჩმმა „რეალის“ წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და აქტივში ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. L'Equipe შეფასების 10 ბალიან სისტემას იყენებს და დუშანმა სწორედ 10 ქულა მიიღო.

პირველები, ვისაც ფრანგულმა გამოცემამ მაქსიმალური შეფასება დაუწერა, ფრანკ სოზი და ბრუნო მარტინი იყვნენ. მათ 1988 წელს საბერძნეთის ნაკრებთან ბრწყინვალედ ითამაშეს და ისტორიაში შევიდნენ. ლიონელ მესი ერთადერთი მოთამაშეა, ვინც ორჯერ გამოარჩიეს. არგენტინელმა ფეხბურთელმა 2010 წელს „არსენალთან“ და 2012 წელს „ლევერკუზენთან“ გაიბრწყინა.

აღნიშნული ტრიოს გარდა მაქსიმალური შეფასება ოლეგ სალენკომ 1994 წელს, ლარს ვინდფელდმა 1997 წელს, რობერტ ლევანდოვსკიმ 2013 წელს, კარლოს ედუარდომ 2014 წელს და ნეიმარმა 2018 წელს მიიღეს.

სერბმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ Veronica TV-ს მოკლე კომენტარიც მისცა და აღნიშნა: „კარიერის საუკეთესო მატჩი ჩავატარე. ზინედინ ზიდანი ჩემი ფავორიტი ფეხბურთელია და ალბათ მისი თამაშის ამსახველ ბევრ ვიდეოს ვუყურე“.

ასევე იხილეთ - არველაძეების სიმღერა თეირანში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები