შერმადინის “უნიკახამ” ბერლინში “ალბა” დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა
Aa
Aa

შერმადინის “უნიკახამ” ბერლინში “ალბა” დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ევროთასის ნახევარფინალისკენ  ნაბიჯი გადადგა.

ესპანური კლუბი ბერლინში, “ალბასთან” მეორე პერიოდში 20 ქულით აგებდა, თუმცა მოახერხა დიდი დეფიციტის აღმოფხვრა და საბოლოოდ 91:90 გაიმარჯვა, რითაც ევროთასის 1/4 ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა. სერია 2 მოგებამდეა და სტუმრად გამარჯვება გიორგის გუნდს 1/2 ფინალისკენ უხსნის გზას.

მეორე მატჩი 8 მარტსაა ჩანიშნული, ხოლო თუ ესპანეთში გერმანელებმა მოიგეს, გადამწყვეტი, მე-3 მატჩი ბერლინში შედგება.

ქართველმა ცენტრმა 17 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

მატჩის გმირი კი მისი შემცვლელი მათიას ლესო გახდა, რომელმაც გადამწყვეტი ორქულიანი საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ჩააგდო, საბოლოოდ კი 17 ქულას მოუყარა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები