Aa
Aa

სასიამოვნო სიახლე "ლივერპულისთვის"!

რამდენიმე საათის წინ ბრიტანულ პრესაში „ლივერპულის“ ქომაგთათვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. „მერსისაიდელთა“ ეგვიპტელ ლიდერს, მოჰამედ სალაჰს,  სანაკრებო პაუზის დროს გუნდის დატოვება არ მოუწევს.

„ფარაონები“ მარტში ორ შეხვედრას გამართავენ. 22-ში ხავიერ აგირეს ბიჭები აფრიკის ეროვნებათა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიგერს დაუპირისპირდებიან. 26-ში კი ნიგერიას შეერკინებიან.

ეგვიპტელებისთვის ორივე შეხვედრა უმნიშვნელოა და მექსიკელმა სპეციალისტმა სალაჰს დასვენების საშუალება მისცა. მოჰამედი ეროვნული გუნდის განაცხადში რომ მომხვდარიყო საკმაოდ გრძელი და დამღლელი მგზავრობა მოუწევდა, რაც სეზონის ამ ეტაპზე მასზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებდა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის დასასაკუთრებლად იბრძვის. „მერსისაიდელები“ ინგლისის ჩემპიონატის ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ ერთი ქულით ჩამორჩებიან. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე კი მერვედფინალურ სტადიაზე იმყოფებიან და „ენფილდზე“ დაფიქსირებული უგოლო ფრის შემდეგ „ალიანს არენაზე“ „მიუნხენის ბაიერნს“ გაეჯიბრებიან.

ასევე იხილეთ - არველაძეების სიმღერა თეირანში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები