Aa
Aa

"ჩელსიმ" FIFA-ში აპელაცია შეიტანა

თებერვალში FIFA-მ ლონდონის „ჩელსი“ 460000 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა და მომდევნო წლის განმავლობაში ტრანსფერების განხორციელება აუკრძალა. ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გადაწყვეტილება სამწლიანი გამოძიების შედეგად მიიღო.

FIFA „არისტოკრატებს“ 18 წლამდე ასაკის 29 ფეხბურთელის წესების დარღვევით გაფორმებას ედავება. ყველაფერი კი ბერნარ ტრაორეს ტრანსფერის შესწავლით დაიწყო.

„ლურჯები“ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. ლონდონელებმა ამ საქმესთან დაკავშირებით FIFA-ში აპელაცია შეიტანეს და მზად არიან საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ. ეს ინფორმაცია ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

FIFA-ს არ დაუკონკრეტებია „ჩელსის“ აპელაციის განხილვა როდის მოხდება, რამაც „არისტოკრატთა“ ქომაგი საგონებელში ჩააგდო. მომდევნო სატრანსფერო ფანჯარა სამი თვის შემდეგ გაიხსნება და დისკვალიფიკაცია „ლურჯებს“ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

ასევე იხილეთ - არველაძეების სიმღერა თეირანში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები