ტიერი ანრი 2006 წლის ფინალს იხსენებს...
Aa
Aa

ტიერი ანრი 2006 წლის ფინალს იხსენებს...

დღეს "ემირეითს სთედიუმზე" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პირველ 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში "არსენალი" ძველ-ახალ მეტოქე "ბარსელონას" დაუხვდება. ლონდონელთა ლეგენდამ, ტიერი ანრიმ კი ამ გუნდებს შორის 2006 წლის ამავე ტურნირის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა:

"დღე არ გავა, რომ პარიზული მატჩი არ გამახსენდეს, მაშინ ხომ სამშობლოში მქონდა სანუკვარი ტიტულის მოგების შანსი, თანაც თამაშს ჩემი ყველა ახლობელი და საყვარელი ადამიანი ესწრებოდა. მართალია, შემდეგ "ჩემპიონთა ლიგის" მოგება მოვახერხე, თუმცა ხსენებულ შეხვედრაში "არსენალთან" ერთად წარმატების მიღწევა ძალიან მინდოდა". - უთხრა ანრიმ ჟურნალისტებს. 

შეგახსენებთ, რომ ამ ფინალში 10 კაციანი "მეთოფეები" სოლ კემპბელმა დააწინაურა, თუმცა საბოლოოდ, კატალონიელებმა ეტოოსა და ბელეტის გოლებით თასი ესპანეთის გზას გაუყენეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები