Aa
Aa

კონლის კარიერის საუკეთესო მატჩი

გამთენიისას ყველაზე დიდი სენსაცია „მემფის გრიზლისმა“ გამოაცხო და საშინაო პარკეტზე ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ სძლია.

მემფისელთა წარმატება დიდწილად მაიკ კონლის დამსახურებაა. 31 წლის გამთამაშებელმა შესანიშნავად იასპარეზა და გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ. მან კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა და შეხვედრა 40 ქულით დაასრულა. კონლიმ 18-დან 12 სროლა გამოიყენა და კალათში 6 სამქულიანი მოათავსა.

აქამდე კონლის საუკეთესო შედეგი 38 ქულა იყო, რომელიც 2017 წელს „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ მიითვალა. მიმდინარე სეზონში იგი საშუალოდ 20 ქულას, 3.4 მოხსნას და 6.3 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

კონლის გმირობის წყალობით „მემფისმა“ 26-ე გამარჯვება მოიპოვა. ჯეი ბი ბიკერსტაფის ბიჭები დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუთსაიდერები არიან და ბოლოსწინა პოზიციაზე იმყოფებიან. „გრიზლისის“ კალათბურთელებს მომდევნო შეხვედრაში ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ და საკუთარ მოედანზე დონოვან მიჩელისა და რუდი გობერის „იუტა ჯაზს“ მიიღებენ.

ასევე იხილეთ - უქმეების TOP 10 გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები