Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

გოლდენ სტეიტი - ბოსტონი 95 – 128

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რამდენიმე საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი ოკლენდში შედგა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა, „გოლდენ სტეიტიმა“, „ბოსტონ სელტიქსს“ უმასპინძლა.

„უორიორსი“ კლეი ტომპსონის გარეშე ასპარეზობდა და სრული კრახი განიცადა. „მეომრებმა“ „კელტებს“ ვერაფერი დაუპირისპირეს და უშანსოდ განადგურდნენ.

„ბოსტონის“ გამარჯვება დიდწილად გორდონ ჰეივარდის კარგმა თამაშმა განაპირობა, რომელმაც აქტივში 30 ქულა ჩაიწერა. კაირი ირვინგმა გუნდს 19 ქულა შესძინა. ჯეილენ ბრაუნი 18 ქულას დასჯერდა, ჯეისონ ტეიტუმი კი 17 ქულით გამოირჩა.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში 23 ქულით საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ. კევინ დურანტმა 18 ქულა დააგროვა. დემარკუს კაზინსმა კი 10 ქულა მიითვალა.

ტორონტო - ჰიუსტონი 95 – 107

ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონი“ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, რაც „ტორონტოსთან“ მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ტეხასელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერის წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

მაიკ დენტონის გუნდს 35 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. ჯერალდ გრინი 18 ქულით გამოირჩა. ოსტინ რივერსი და ერიკ გორდონი კი 13-13 ქულას დასჯერდნენ.

„ტორონტოს მხრიდან კავაი ლეონარდმა 26 ქულა დააგროვა. პასკალ სიაკამმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 17 ქულა, 10 მოხსნა. დენი გრინმა კი შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.

სხვა მატჩების შედეგები

ინდიანა - ჩიკაგო 105 – 96

ფილადელფია - ორლანდო 114 – 106

მემფისი -პორტლენდი 120 – 111

მინესოტა - ოკლაჰომა 131 – 120

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები