Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედის" ურთულესი ამოცანა

ოლე გუნნარ სოლსკიაერის „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას ხვალ ჩატარებს. „წითელი ეშმაკები“ „პსჟ“-ს დაუპირისპირდებიან და ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრას შეეცდებიან, თუმცა სასურველი შედეგის დაფიქსირება სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევთ.

„ოლდ ტრაფორდის“ მკვიდრებს მარსიალის, სანჩესის, პოგბას, ლინგარდის, მატას, ერერას, მატიჩის, დარმიანის, ჯონსის და ვალენსიას გარეშე მოუწევთ ასპარეზობა. 

პარიზული მატჩის წინ „მანჩესტერის“ სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება.

მეკარეები: დე ხეა, რომერო, გრენტი.

მცველები: ბაილი, დალოტი, ლინდელოფი, როხო, შოუ, სმოლინგი, უილიამსი, იანგი.

ნახევარმცველები: ფრედი, გარნერი, გომესი, მაკტომინეი, პერეირა.

თავდამსხმელები: ჩონი, გრინვუდი, ლუკაკუ, რაშფორდი.

ასევე იხილეთ - უქმეების TOP 10 გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები