ოუენი: „პრემიერ ლიგას „ლივერპული“ მოიგებს“
Aa
Aa

ოუენი: „პრემიერ ლიგას „ლივერპული“ მოიგებს“

„მერსისაიდულ“ დერბიში დაკარგული ქულების შემდეგ იურგენ კლოპის „ლივერპულმა“ პირველი ადგილი „მანჩესტერ სიტის“ გადაულოცა. პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი „წითლები“ კი „ქალაქელებს“ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი, მაიკლ ოუენი, დარწმუნებულია, რომ გერმანელი სპეციალისტის გუნდისთვის ეს სხვაობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და „წითლები“ სანუკვარ თასს მოიპოვებენ.

„წელს საჩემპიონო რბოლაში მხოლოდ „სიტი“ და „ლივერპული“ მონაწილეობენ. „მერსისაიდელებმა“ ბოლო ორი შეხვედრა „მანჩესტერთან“ და „ევერტონთან“ ჩაატარეს. მართალია მათ ქულები დაკარგეს, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვლება. ახლა „სიტის“ უფრო რთული კალენდარი აქვს. „ლივერპულს“ „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ მოუწევს გამოსვლა, თუმცა მათ „ენფილდზე“ უმასპინძლებს, რაც დიდი უპირატესობაა“.

„ვფიქრობ პრემიერ ლიგას „ლივერპული“ მოიგებს, მაგრამ საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იქნება“.

ასევე იხილეთ - რეგილონმა სუარესს მახინჯი, მესის კი რწყილი უწოდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები