რეგილონმა სუარესს მახინჯი, მესის კი რწყილი უწოდა
Aa
Aa

რეგილონმა სუარესს მახინჯი, მესის კი რწყილი უწოდა

„რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას დაძაბულობა მუდამ თან ახლავს. გამონაკლისი არც ბოლო „ელ კლასიკო“ ყოფილა.

კატალონიელებმა ესპანეთის დედაქალაქი სამი ქულით დატოვეს. გამარჯვების გოლი ივან რაკიტიჩმა შეაგდო. „ელ კლასიკოში“ რამდენიმე საინტერესო მომენტი იყო, თუმცა ერთი ინციდენტი ბევრს გამორჩა.

მატჩის შემდეგ ინტერნეტსივრცეში ვიდეო გავრცელდა, სადაც „სამეფო კლუბის“ მცველი, სერხიო რეგილონი, ლუის სუარესს მახინჯს, ხოლო ლიონელ მესის რწყილს უწოდებს.

ესპანელმა უკანახაზელმა ურუგვაელ თავდამსხმელს ასეთი სიტყვებით მიმართა: „არ შემეხო... არ შემეხო... შენ ძალიან მახინჯი ხარ. ძალიან მახინჯი ხარ“.

სუარესთან შეკამათების შემდეგ რეგილონი მესის დაუპირისპირდა: „რა არის? რა თქვი? რა გაწუხებს, რწყილო? რა გჭირს“?

რეგილონისა და მესის გაშველება საკუთარ თავზე რაფაელ ვარანმა აიღო. ფრანგი ფეხბურთელი დროულად ჩაერია და სიტუაცია განმუხტა.

ასევე იხილეთ - ტრაგედია გაბონში! ფეხბურთელი საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ დაეცა და გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები