„ჩემპიონთა ლიგის“ რეკორდები, რომლებიც მესისა და რონალდუს ჯერ კიდევ არ დაუმყარებიათ
Aa
Aa

„ჩემპიონთა ლიგის“ რეკორდები, რომლებიც მესისა და რონალდუს ჯერ კიდევ არ დაუმყარებიათ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლები:

მესის და რონალდუს ანგარიშზე ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში გატანილი 2 გოლია. მესიმ 2009 და 2011 წლების ფინალებში გაიტანა, რონალდუმ კი 2008 და 2014-ში. რეკორდი კი ფერენც პუშკაშს და ალფრედო დი სტეფანოს ეკუთვნით, რომლებმაც 7 გოლის გატანა შეძლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რონალდუს და მესის ამ რეკორდის დამყარება ძალიან გაუჭირდებათ. ეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

 

ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლებით ლიდერი რაულია. მადრიდის “რეალის” ლეგენდარული ფორვარდის ანგარშზე 53 შედეგიანი დარტყმაა. მიმდინარე სეზონის სტარტზე მესის ჯგუფურ ეტაპზე გატანილი 44 გოლი ჰქონდა, რონალდუს კი 41.

 

ყველაზე სწრაფი გოლი

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი “ბაიერნის” ყოფილი შემტევი, როი მაკაია, რომელმაც 2007 წელს “რეალის” კარში გოლი შეხვედრის დაწყებიდან 10,12 წამში გაიტანა.

 

ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი

ეს რეკორდი კი “ლიონის” ყოფილ შემტევს, ბაფატემბი გომისს ეკუთვნის, რომელმაც ერთ შეხვედრაში სამი გოლის გატანა 8 წუთში მოახერხა. ფორვარდმა რეკორდი ზაგრების “დინამოსთან” დაამყარა. ლიონელ მესის ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი 22 წუთში აქვს შესრულებული, რონალდუს კი 25-ში.

 

გოლების სერია

2002/03 წლების სეზონში, რუდ ვან ნისტელროიმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 9 შეხვედრაში შეძლო გოლების გატანა, როდესაც “მანჩესტერ იუნატედის” ღირსებას იცავდა. 11 წლის შემდეგ რეკორდის დამხობა რონალდუს შეეძლო, თუმცა მისი სერია მე-8 მატჩის შემდეგ შეწყდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები