მოდრიჩი:
Aa
Aa

მოდრიჩი: "რონალდუ გვენატრება... ის კლუბის ცოცხალი ისტორიაა"

მადრიდის "რეალში" ყველაფერი, რომ რიგზე ვერ არის ეს ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს.

სანტიაგო სოლარის გუნდმა უკანასკნელ კვირაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონასთან" მიჯრით ორი "კლასიკო" ისე წააგო, რომ გოლიც არ გაუტანია.

გუნდში არსებულ პრობლემებზე გულახდილად საუბრობს ლუკა მოდრიჩი, რომელსაც რონალდუ ენატრება და მის მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავს.

"რონალდუს არყოფნა - ეს არის ისეთი რამ, რასაც ნებისმიერი გუნდი იგრძნობს. კრიშტიანუს შემცვლელის მოძებნა შეუძლებელია.

იმის გათვალისწინებით თუ რა გააკეთა მან ამ კლუბისთვის, ჩვენ ის ძალიან გვენატრება.

გუნდს სურდა, რომ თავდამსხმელებს ის მოვალეობა გადაენაწილებინათ რასაც რონალდუ ასრულებდა, თუმცა ამის გაკეთება ადვილი არ არის.

კრიშტიანუს სეზონში 50 გოლი გაჰქონდა და ახლა ჩვენ მსგავს მოთამაშეს ვერ ვნახულობთ.

ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ. გუნდს სჭირდება რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელიც სეზონში 20, 15, ან 10 გოლს მაინც გაიტანს, თუმცა ასეთი არავინ გვყავს.

მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი მთავარი პრობლემაა. მაგალითად ავიღოთ "ბარსელონასთან" სათასო დაპირისპირება. ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ასეთი დონის მეტოქე ამისთვის ყოველთვის დაგსჯის.

კლუბი ცდილობს და როგორც ჩანს კარგადაც. ნდობა გამოუცხადეს ბეილს, ასენსიოს, ბენზემას, ისკოს. გუნდში მოიყვანეს მარიანო და ვინისიუსი.

ვინისიუსი თავის ასაკთან შედარებით მოვალეობებს კარგად უმკლავდება, თუმცა ხანდახან ყველაფერი ისე არ მიდის როგორც ჩვენ გვინდა.

რონალდუ კლუბის ცოცხალი ისტორიაა - რაც მან "რეალისთვის" გააკეთა ყველაფერი თაროზე თასების სახით არის წარმოდგენილი. ჩვენ მას ძალიან ვაფასებთ.

ვინც დღეს აქ არის, გუნდისთვის ყველა თავისი მაქსიმუმის კაკეთებას ცდილობს, რომ შევუტიოთ უკეთესად, გავიტანოთ მეტი გოლი, გავაკეტოთ ჩვენი საქმე. სიმართლეა, რომ ბოლო შეხვედრებში ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა".

მოდრიჩმა საკმაოდ თამამად და გულახდილად ისაუბრა, რაც ბოლო დროს "რეალის" ფეხბურთელებიდან იშვიათია. ასევე აღსანიშნავია რონალდუს მიმართ გამოჩენილი პატივისცემა, რასაც თავად "რეალზე" ვერ ვიტყვით. მადრიდული კლუბი კრიშტიანუს დაიგნორებასა და ისტორიიდან ამოშლას ცდილობს, რაც რა თქმა უნდა უცნაური და არასწორია.

ასევე იხილეთ - ვალდანო: "რეალი ბარსელონას მსგავს გუნდურ სულისკვეთებას ვერ ფლობს"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები