კაპელო იკარდის კონფლიქტზე:
Aa
Aa

კაპელო იკარდის კონფლიქტზე: "მსგავსი პრობლემა "რეალში" მუშაობისას მეც მქონდა"

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ Stky Sports-თან მაურო იკარდის პრობლემების შესახებ ისაუბრა.

კაპელომ „ინტერისა“ და იკარდის სიტუაცია გაანალიზა და პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბა.

როგორც ცნობილია, არგენტინელ ფორვარდს მისი მეუღლისა და აგენტის ვანდა ნარას განცხადებების გამო კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს, რის შემდეგაც იკარდის „ინტერის“ რიგებში აღარ უთამაშია. მიზეზად მუხლის ტრავმა სახელდება, თუმცა ყველა ხვდება, რომ ეს ვერსია ყალბია.

კაპელომ იკარდის პრობლემა გაანალიზა და თავის სამწვრთნელო კარიერაში „რეალში“ მუშაობის დროინდელ მოვლენას შეადარა, როდესაც მას მიატოვიჩთან და შუკერთან დალაპარაკება მოუხდა, რომ მათ თამაშის დროს რაულისთვის პასი გაეკეთებინათ.

„სპალეტი უნდა დაელაპარაკოს ხალხს და არა პრესას. თქვენ ფეხბურთელებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ მათ მოგვარებაში უნდა დაეხმაროთ. მსგავსი პრობლემა „რეალში“ მუშაობის დროს შუკერთან და მიატოვიჩთან მეც მქონდა. მათ რაულისთვის პასის მიცემა არ სურდათ. დალაპარაკების შემდეგ ასეთი რამ აღარ განმეორებულა“.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული კონფლიქტიდან გამომდინარე იკარდის მომავალს „რეალს“ უკავშირებენ, რომელიც მაღალი დონის ცენტრფორვარდს ეძებს და საამისოდ დიდი თანხის გადასახდელადაც მზადაა. არგენტინელის კონტრაქტის გამოსყიდვა 110 მილიონ ევროდ შეიძლება.

ასევე იხილეთ - გიჟი სუპერმარიო! ბალოტელიმ მაკრატელა გაიტანა და შემდეგ სელფი გადაიღო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები