კარიერის ახალი რეკორდი! - ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ჩოგანია!
Aa
Aa

კარიერის ახალი რეკორდი! - ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ჩოგანია!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ კვირას დუბაის ტურნირის 1/4 ფინალში ითამაშა, რითაც 90 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და დღეიდან ახალი პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო კლასიფიკაციის მე-18 საფეხურზე აღზევდა.

ნიკას აქტივში 1865 ქულაა, რაც მე-17 ადგილზე მყოფ ფაბიო ფონინის შედეგზე 20 ქულით ნაკლებია. რაც შეეხება საუკეთესო თხუთმეტეულს, მასთან ამჟამინდელი სხვაობა 365 ქულაა.

ბასილაშვილის მომდევნო ტურნირი ინდიან უელსში იქნება, სადაც 7-დან 17 მარტის ჩათვლით, "მასტერსის" სერიის გათამაშება ჩატარდება. 20 მარტიდან კი კიდევ ერთი "მასტერსი" - მაიამის ტურნირი იწყება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსში გასულ წელს პირველსავე წრეში წააგო, ასე რომ, ქულები დასაცავი არ აქვს. მაიამის ტურნირზე კი მეორე წრეში გავიდა. ამ ორი შედეგის გათვალისწინებით, ნიკას სარეიტინგო ქულების მოგროვებისა და კლასიფიკაციაში წინსვლის კარგი შანსი ეძლევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები