Aa
Aa

სოლსკიაერი: "გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი, ოლე გუნნარ სოლსკიაერი, დარწმუნებულია, რომ „წითელ ეშმაკებს“ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა ძალუძთ. „ოლდ ტრაფორდის“ მკვიდრები ოთხშაბათს პარიზში „პსჟ“-ს შეერკინებიან და ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრას შეეცდებიან.

ნორვეგიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მანჩესტერელებმა 16 შეხვედრიდან 13 მოიგეს და ერთადერთხელ სწორედ ფრანგებთან დამარცხდნენ. სოლსკიაერის კოლექტივი პოლ პოგბას გარეშე იასპარეზებს, თუმცა „იუნაიტედის“ დამრიგებლისთვის ეს დაუძლეველ პრობლემას არ წარმოადგენს.

„ვიცით, რომ სასურველი შედეგის დაფიქსირება ძალიან ძნელი იქნება. ჩვენ საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და მატჩის ჩატარება სერიოზული დანაკლისით მოგვიწევს, მაგრამ გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია“.

„მანჩესტერის“ ფეხბურთელებმა იციან, რომ განსაკუთრებული კლუბის რიგებში ასპარეზობენ და დანებებას არ აპირებენ“.

„გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ურთულესი ბარიერი გვაქვს გადასალახავი, თუმცა „იუნაიტედის“ ღირსებას მაღალი დონის მოთამაშეები იცავენ, რომლებსაც სასურველი შედეგის დაფიქსირება შეუძლიათ“.

ასევე იხილეთ - გიჟი სუპერმარიო! ბალოტელიმ მაკრატელა გაიტანა და შემდეგ სელფი გადაიღო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები