ობამეიანგს ამის თქმის არ მოერიდა
Aa
Aa

ობამეიანგს ამის თქმის არ მოერიდა

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ჟურნალისტებთან საკმაოდ საინტერესო რამ განაცხადა. თავდამსხმელმა არ დამალა, რომ მისი გული არა „დორტმუნდს“, არამედ სხვა გუნდს ეკუთვნის. ეს კი ქომაგებისთვის ყოველთვის გამაღიზიანებელია. ვნახოთ, როგორ განვითარდება ამის შემდეგ „ბორუსიაში“ მისთვის მოვლენები.

„ჩემი ბავშვობის ოცნება მადრიდის „რეალში“ თამაში იყო. 2014 წელს საკუთარ ბიძას, სიკვდილის წინ, შევპირდი, რომ „სამეფო კლუბის“ მაისურს მოვირგებდი. ბიძაჩემი ავილეში ცხოვრობდა, საიდანაც 110 კილომენტირია მადრიდამდე. ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ ეს მომენტი ყოველთვის მახსოვს. ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი უგო სანჩესის ვიდეოებს. უკანა სალტოები, რომელთაც ვაკეთებ, ეს მისდამი პატივისცემის ნიშანია“ – განაცხადა ობამეიანგმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები