პრემიერლიგის 11 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი
Aa
Aa

პრემიერლიგის 11 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Mirrror-ი პრემიერლიგის 11 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს ასახელებს. მათ შორის არიან ''მანჩესტერ იუნაიტედის,'' ''მანჩესტერ სიტის,'' ''ლივერპულის,'' ''ტოტენჰემის,'' ''არსენალისა'' და ''ჩელსის'' წამყვანი ფეხბურთელები.

''ლივერპულის'' ეგვიპტელი ლიდერის, მოჰამედ სალაჰის ყოველკვირეული ხელფასი 200 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. აღნიშნული ოდენობის თანხას პრემიერლიგის კიდევ სამი ფეხბურთელი იღებს. ესენი არიან ''მანჩესტერ სიტის'' შემტევი რიად მაჰრეზი, ''ტოტენჰემის'' ფორვარდი ჰარი კეინი და ''ჩელსის'' ბელგიელი თავდამსხმელი ედენ აზარი.

''მანჩესტერ სიტის'' არგენტინელი ფორვარდის, კუნ აგუეროს ხელფასი 220 00 ფუნტ სტერლინგს შეადგენს, ხოლო ბელგიელი რომელუ ლუკაკუს ყოველკვირეული ანაზღაურება 250 000 ფუნტი სტერლინგია.

ანაზღაურების თვალსაზრისით პრემიერლიგის საუკეთესო ხუთეულშია რაჰიმ სტერლინგი, რომელიც კვირაში 275 000 ფუნტ სტერლინგს იღებს. ''მანჩესტერ სიტის'' ბელგიელი ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის ყოველკვირეული შემოსავალი 280 000 ფუნტი სტერლინგია.

''მანჩესტერ იუნაიტედის'' ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა კვირაში 290 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს. მეორე ადგილზე ლონდონის ''არსენალის'' გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილია, რომელიც კვირაში 350 000 ფუნტ სტერლინგს იღებს. პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის, ჩილელი ალექსის სანჩესის ხელფასი 391 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები