კეინი წასვლას გეგმავს -
Aa
Aa

კეინი წასვლას გეგმავს - "რეალი" თუ "ბარსა"?

ბრიტანული Telegraph-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც "ტოტენჰემის" მოთამაშეებს აქვთ იმის განცდა და შიში, რომ ჰარი კეინი გუნდს დატოვებს.

კეინს კონტრაქტი 2020 წელს უსრულდება და დიდი შანსია ფეხბურთელმა მის გახანგრძლივებაზე უარი თქვას, რადგან კლუბი ტიტულებისთვის ბრძოლას ვერ ახერხებს.

ბოლო ტურში "ჩელსისთან" წაგების შემდეგ ფეხბურთელებს კეინის მიმართ ასეთი მოსაზრება კიდევ უფრო გაუმყარდათ.
წყაროს ცნობით, თუ "ტოტენჰემი" ტიტულს ვერც გაისად მოიპოვებს კეინი გუნდს დატოვებს.

მოვლენათა ასეთი განვითარება ერთია და რას დააპირებს კლუბი ეს უკვე სულ სხვაა. საქმე იმაშია, რომ თუ ყველაფერი ასე წარიმართა და ლონდონელებმა კვლავ ვერაფერი მოიგეს, 2020 წლისთვის კეინი გუნდს სრულიად უფასოდ დატოვებს, რაც "ტოტენჰემს" რა თქმა უნდა არ აწყობს.

ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ 2019 წლის ზაფხული კლუბისთვის გადამწყვეტი იქნება. კეინს ახალ კონტრაქტსა და ახალ გეგმებს შესთავაზებენ, სავარაუდოდ აქტიურობა იქნება სატრანსფერო ბაზარზეც, რათა შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამ ყველაფრის ფონზე კეინს საბოლოო პასუხის გაცემა მოუწევს.

თუ ინგლისელი ფორვარდი გუნდის მიერ შეთავაზებული გეგმითა და პირობით ვერ მოიხიბლა დიდი შანსია, რომ მან "ტოტენჰემი" ამ ზაფხულშივე დატოვოს.

კეინის მიმართ ინტერესს "რეალი" და "ბარსელონა" იჩენენ და დიდი თანხის გადახდასაც გეგმავენ.

როგორც ცნობილია, "ტოტენჰემმა" მადრიდელებს 200 მილიონიანი წინადადება დაუბლოკეს და თავიანთი ლიდერის გაყიდვაზე უარი განუცხადეს. ამის ფონზე მგონი ყველა ხვდება, რომ "დეზები" 2020 წელსა და კეინის თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლას არ დაელოდებიან.

ასევე იხილეთ - ჟან-კლერ ტოდიბო, „ბარსას“ მომავალი, რომელმაც 9 წლის ასაკში კინაღამ ორივე ფეხი დაკარგა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები