დე ბრუინი:
Aa
Aa

დე ბრუინი: "საკმაოდ რთული კალენდარი გვაქვს, თუმცა დანებებას არ ვაპირებთ“

წელს პრემიერ ლიგის ჩემპიონობის დასასაკუთრებლად ორი კლუბი, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ იბრძვის. სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე პირველ ადგილს „მერსისაიდელები“ იკავებენ, თუმცა უშუალო კონკურენტს მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.

პეპ გუარდიოლას ბიჭები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, მაგრამ მანჩესტერელთა ერთ-ერთი ლიდერი კევინ დე ბრუინი, დარწმუნებულია, რომ მიზნის მისაღწევად ურთულესი ბარიერების დაძლევა მოუწევთ. ბელგიელმა სეზონის დასკვნითი ნაწილის შესახებ ბრიტანულ გამოცემებთან ისაუბრა და განაცხადა:„წელს ყველაფერი სხვანაირადაა. შარშან ამ დროს უშუალო მდევარს 12 ქულით ვუსწრებდით, ახლა კი ჩემპიონობისთვის დაძაბული ბრძოლაა გაჩაღებული, რაც „ლივერპულის“ ბრწყინვალე ასპარეზობაზე მიუთითებს“.

„თუ ორივე გუნდი წარმატებულ სვლას გააგრძელებს, ყველაფერი ბოლო შეხვედრებში გადაწყდება. დარჩენილი მატჩები რომ მოვიგოთ  და ჩემპიონობა ვერ მოვიპოვოთ „ლივერპულს“ უპრობლემოდ მივულოცავთ, რადგან ისინი საუკეთესოს სტატუსს 99 ქულით დაისაკუთრებენ“.

„სეზონის დასრულებამდე 10 თამაში დარჩა. ჩვენ თითოეული მატჩში სამი ქულის ასაღებად ვიბრძოლებთ. საკმაოდ რთული კალენდარი გვაქვს, თუმცა დანებებას არ ვაპირებთ“.

ასევე იხილეთ - უეფამ რამოსი დასაჯა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები