უარი Nike-ს! „სიტი“ Puma-ს გაურიგდა
Aa
Aa

უარი Nike-ს! „სიტი“ Puma-ს გაურიგდა

„მანჩესტერ სიტიმ“ Nike-თან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და Puma-სთან 10 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაც 650 მილიონ ფუნტს შეადგენს. ეს თანხა „ქალაქელთა“ ისტორიაში სარეკორდოა და პრემიერ ლიგის კლუბებს შორის მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" პარტნიორი Adidas-ია.

„სიტის“ გარდა Puma მაისურებით „მელბურნს“, „ხირონას“, „ატლეტიკო ტორკს“ და „სიჩუანს“ მოამარაგებს. ხელშეკრულება ძალაში 2019 წლის ზაფხულში შევა.

Puma-ს „ეტიჰეიდ სთედიუმზე“ კავშირები დიდი ხანია აქვს. გერმანული კომპანია აქამდე „სიტის“ სუპერვარსკლავს დავიდ სილვას, კუნ აგუეროს და ვინსენ კომპანის სპონსორი გახლდათ.

„სიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან სორიანომ, აღნიშნული სიახლის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა: „ჩვენთვის ისტორიული დღეა. უპრეცედენტოა ის, რაც ახლა გავაკეთეთ. ერთი პარტნიორის ყოლა ყველაფერს აადვილებს. ერთად ბევრ რამეს მივაღწევთ. თუ რაიმე იდეა გვექნება ერთ პიროვნებასთან მოგვიწევს განხილვა და არა რამდენიმესთან, ისე, როგორც აქამდე ხდებოდა“.

ასევე იხილეთ - დუეინ უეიდის დაუჯერებელი GAME WINNER!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები