Aa
Aa

მარია შარაპოვა მაიამის ტურნირს გამოტოვებს

ჩოგბურთის რუსი ვარსკვლავი, მარია შარაპოვამ მაიამის ტურნირიდან განაცხადი მოხსნა, რის მიზეზადაც მარჯვენა მხრის ტრავმა დაასახელა. მან აღნიშნული ინფორმაცია „ინსტაგრამის“ ოფიციალური გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

შარაპოვას მხრის ეს ნაწილი გასული წლის ზაფხულიდან აწუხებს და მას შემდეგ ბოლომდე მომჯობინება ვერაფრით მოახერხა, რის გამოც წელს გამართული რამდენიმე ტურნირი გამოტოვა. თუმცა, ავსტრალიის ღია პირველობაზე საკმაოდ წარმატებულად ითამაშა და მაშინდელი მქომედი ჩემპიონი, კაროლინ ვოზნიაცკი დაამარცხა, ტურნირის მე-4 რაუნდში კი ადგილობრივ ეშლი ბარტისთან წააგო.

სავარაუდოდ, 31 წლის ჩოგბურთელი ვერც ინდიან უელსის მასტერსზე ითამაშებს, რომელიც მარტის ბოლოს დაიწყება. მარიას განცხადებით, მისი მიზანია, ტრავმა ბოლომდე მოირჩინოს და კორტზე ძლიერი დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ მარია შარაპოვას დიდი სლემის 5 ტურნირი აქვს მოგებული. იგი მოქმედ ჩოგბურთელთაგან, სერენა უილიამსთან ერთად, ის გამონაკლისია, რომელსაც ე.წ. „კარიერული სლემი“ აქვს შესრულებული, რაც დიდი სლემის ოთხივე ტურნირის მოგებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები