Aa
Aa

გალიანი: "როგორც იქნა, კლუბი „მილანისტების“ ხელში დაბრუნდა"

იტალიური „მილანის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი „როსონერის“ ბოლოდროინდელი პროგრესით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ კლუბში „მილანისტების“ დაბრუნებაც ახარებს.

„მილანს“ ელიოტ მენეჯმენტის სახით დიდებული მფლობელი, პაოლო სკარონის სახით ბრწყინვალე პრეზიდენტი, ივან გაზიდისის სახით შესანიშნავი გენერალური მენეჯერი, ლეონარდოსა და პაოლო მალდინის სახით ჩინებული დირექტორები და ჯენარო გატუზოს სახით ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს.

როგორც იქნა, კლუბი „მილანისტების“ ხელში დაბრუნდა, რაც ბერლუსკონის წასვლისა და ელიოტის მოსვლამდე, ასე ნამდვილად არ ყოფილა. გუნდის ქომაგობას ვაგრძელებ და ყველა წარუმატებლობა გულზე მხვდება. თუმცა, ბიჭები ახლა ძალიან კარგ სვლაზე არიან და ისღა დაგვრჩენია, მათი გულშემატკივრობა გავაგრძელოთ“.

ადრიანო გალიანი „მილანში“ 31 წლის განმავლობაში მუშაობდა და კლუბი 2017 წლის აპრილში, სილვიო ბერლუსკონისთან ერთად დატოვა. მაშინ „შავ-წითლები“ ჩინელმა ინვესტრომა, ლი იონჰონმა შეიძინა, თუმცა დაახლოებით 1 წლის შემდეგ მისი იძულებით დათმობა მოუწია.

31 წლიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ, გალიანი და ბერლუსკონი ამჟამად საფეხბურთო კლუბ „მონცას“ ფეხზე დაყენებას ცდილობენ. ბერლუსკონიმ აღნიშნული კლუბი გასული წლის სექტემბერში შეიძინა და ამჟამად სერია C-ში ყოფნის მიუხედავად, მის უმაღლეს დივიზიონამდე დაწინაურების იმედი აქვს. „მონცას“ მთავარი მწვრთნელი, „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, კრისტიან ბროკი გახლავთ.

ასევე იხილეთ - Daily Mail - ერთობლივი ვარჯიშისას ინგლისელმა და ქართველმა მორაგბეებმა იჩხუბეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები