Aa
Aa

ნეიმარი: "ჩემი კუმირი ყოველთვის რობინიო იყო"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავი, ნეიმარი აცხადებს, რომ ფეხბურთს არცთუ დიდი დოზით უყურებს და თავისუფალ დროს თვალს სხვა სპორტებს ადევნებს, ყველაზე მეტად კი - კალათბურთს.

ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ბავშვობის პერიოდიც გაიხსენა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მისი კუმირი ყოველთვის რობინიო გახლდათ.

„ჩემი კუმირი ყოველთვის რობინიო იყო. ბავშვობიდან მოყოლებული ყველაფერი ის მიყვარდა, რასაც იგი აკეთებდა. ყოველთვის მსურდა, რომ მისნაირი ვყოფილიყავი.

აქტიური სპორტული ცხოვრება მაქვს, რადგან შეძლებისდაგვარად ნებისმიერ სპორტს ვთამაშობ. რაც შეეხება ყურებას, არ ვარ ის ბიჭი, ვინც ფეხბურთს ძალიან ხშირად უყურებს, თავისუფალ დროს უფრო სხვა სპორტებისთვის თვალის მიდევნებას ვარჩევ, უფრო მეტად კი ეს კალათბურთს ეხება. შემიძლია ვთქვა, რომ სხვა ათლეტების ყურებით სიამოვნებას ვიღებ“.

რობინიოც და ნეიმარიც „სანტოსის“ სკოლამ აღზარდა, რობინიო ამ გუნდში ნეიმარის ბავშვობის წლებში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ 14 წლის ასაკში ნეიმარი გარკვეული პერიოდით „რეალის“ აკადემიას შეუერთდა, მაშინ რობინიო „სამეფო კლუბის“ რიგებში ახალი გადასული იყო.

ასევე იხილეთ - Daily Mail - ერთობლივი ვარჯიშისას ინგლისელმა და ქართველმა მორაგბეებმა იჩხუბეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები