Aa
Aa

Daily Mail - დე ხეა "მანჩესტერში" დარჩენას გეგმავს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელ გოლკიპერს, დავიდ დე ხეას, „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენა სურს და მზადაა კლუბთან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის მიხედვით „წითელ ეშმაკებსა“ და 28 წლის მეკარეს შორის ახალი კონტრაქტი უახლოეს მომავალში დაიდება. დე ხეა სავარაუდოდ ანაზღაურების სახით კვირაში 375 000 ფუნტს მიიღებს.

„მანჩესტერსა“ და ესპანელი კიპერის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს. ბრიტანული ტაბლოიდები იმასაც იუწყებოდნენ, რომ დავიდმა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, თუმცა დე ხეასთან დაახლოებული პირების თქმით სულ მალე ყველაფერი შეიცვლება. მათი ინფორმაციით „მანჩესტერი“ ან 28 წლის ფეხბურთელის აგენტები დათმობაზე წავლენ და დავიდი „ოცნებათა თეატრზე“ დარჩება.

დე ხეა „წითელი ეშმაკების“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და „იუნაიტედის“ მაისურით 349 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ასევე იხილეთ - Daily Mail - ერთობლივი ვარჯიშისას ინგლისელმა და ქართველმა მორაგბეებმა იჩხუბეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები