ვიდალი ყოფილი გუნდის დანდობას არ აპირებს!
Aa
Aa

ვიდალი ყოფილი გუნდის დანდობას არ აპირებს!

როგორც მოგეხსენებათ, 23 თებერვალს „ჩემპიონთა ლიგის“ მერვედფინალური ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ტურინის „იუვენტუსი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ შეხვედრას ინტრიგას ის ფაქტიც მატებს, რომ „რეკორდმაისტერის“ ცენტრალური ნახევარმცველი, არტურო ვიდალი მისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს. ამ ფაქტს თავად ჩილელი ფეხბურთელიც გამოეხმაურა და საკმაოდ საინტერესო რამ განაცხადა.

“ეს ჩემთვის არ იქნება ჩვეულებრივი დაპირისპირება. ტურინში ოთხი შესანიშნავი წელი გავატარე და „იუვენტუსთან“ ბრწინვალე მოგონებები მაკავშირებს. თუმცა, ახლა „ბაიერნის“ ღირსებას ვიცავ და ამ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებისთვის, მზად ვარ, რომ სიცოცხლე გავიღო. რათქმაუნდა „იუვენტუსი“ ყოველთვის მემახსოვრება. ყოფილ თანაგუნდელებს მუდმივად ვეკონტაქტები და მოხარული ვარ, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა შემინარჩუნდა. მოუთემენლად ველი იმ წუთს, როდესაც „იუვენტუს სთედიუმზე“ კვლავ გავალ“ – განაცხადა არტურო ვიდალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები