ტუხელი: „კავანი და ნეიმარი გვაკლია, მაგრამ დი მარია გვყავს“
Aa
Aa

ტუხელი: „კავანი და ნეიმარი გვაკლია, მაგრამ დი მარია გვყავს“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი ანხელ დი მარიას თამაშით მოხიბლულია. ნეიმარისა და კავანის არყოფნაში 31 წლის შემტევმა ლიდერის ფუნქციებს თავი მშვენივრად გაართვა და ჯერ ყოფილი გუნდის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამოირჩა, შემდეგ კი „დიჟონთან“ გაიბრწყინა.

„პსჟ“-ს თავკაცმა არგენტინელ ფეხბურთელს გარჯა დაუფასა და ჟურნალისტებთან საუბრისას შეაქო: „დი მარია „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა. „სამეფო კლუბის“ შეხვედრებს თვალს რეგულარულად ვადევნებდი და ვხედავდი, რომ ანხელს მადრიდელთა წარმატებაში დიდი წვლილი შეჰქონდა".

„ახლა იგი ჩემი ფეხბურთელია. აქამდე რამდენჯერმე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დი მარიას გუნდში ყოლა ნამდვილი საჩუქარია. იგი საკუთარ კლასსა და მენტალიტეტს ყოველდღიურად ამტკიცებს. ანხელი ვარჯიშებზე მუდამ პირველი მოდის და ნამდვილი პროფესიონალია“.

„ანხელი გამარჯვებისთვის ნებისმიერ შეხვედრაში მაქსიმუმს აკეთებს. ამჟამად იგი ჩვენი გუნდის შეუცვლელი ფიგურაა. მართალია კავანი და ნეიმარი გვაკლია, მაგრამ დი მარია გვყავს“.

ასევე იხილეთ - "მილანმა" კალაძეს 41 წლის იუბილე მიულოცა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები