მოურინიო „მანჩესტერისთვის“ ფეხბურთელებს უკვე არჩევს
Aa
Aa

მოურინიო „მანჩესტერისთვის“ ფეხბურთელებს უკვე არჩევს

იტალიური „რომას“ ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა კარიერა შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას „Sport Italia“ ავრცელებს.

აღნიშნული ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ „მანჩესტერს“ ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს, რადგან ბელგიელი ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა სწორედ პორტუგალიელ სპეციალისტს სურს.

ნაინგოლანმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 23 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები