Aa
Aa

სარი: "წინ ურთულესი შეხვედრა გველის"

დღეს პრემიერ ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება. „სტემფორდ ბრიჯზე“ ლონდონური დერბი შედგება და საუკეთესოს ვინაობას „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ გაარკვევენ.

მაურიციო სარისთვის „დეზებთან“ შეხვედრა შესაძლოა საბედისწერო გამოდგეს. თუ „ლურჯებმა“ წარმატებას ვერ მიაღწიეს იტალიელ სპეციალისტს დიდი ალბათობით დაკავებული პოსტის დატოვება მოუწევს.

„ჩელსის“ დამრიგებელმა სამომავლო დაპირისპირების შესახებ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა: „წინ ურთულესი შეხვედრა გველის. „ტოტენჰემი“ სტუმრად შესანიშნავად ასპარეზობს და მათი დამარცხება ადვილი ნამდვილად არ იქნება“.

„ჩელსიში“ კარგი ატმოსფერო სუფევს, მაგრამ ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან ერთ კვირაში 3 შეხვედრის ჩატარება ძალიან რთულია. ფეხბურთელები შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან, თუმცა მთავარი პრობლემა სწორედ მენტალური ასპექტები გახლავთ. შეუძლებელია ყველა შეხვედრას ერთნაირად მიუდგე“.

„ბოლო პერიოდში „ჩელსის“ გულშემატკივრები იმედგაცრუებულები არიან, რაც აბსოლუტურად გასაგებია. ისინი გამარჯვებებს არიან შეჩვეულნი, მაგრამ იმედი მაქვს „ტოტენჰემთან“ საყვარელ გუნდს მხარს აქტიურად დაუჭერენ“.

ასევე იხილეთ - კალაძე ბრაზილიელ რონალდოზე, პიონტეკსა და მარიხუანაზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები