მესი და სუარესი ფერნანდო ტორესმაც გააკრიტიკა
Aa
Aa

მესი და სუარესი ფერნანდო ტორესმაც გააკრიტიკა

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, რომელსაც მესისა და სუარესის მიერ გათამაშებული პენალტის შეფასება სთხოვეს. „ელ ნინიომ“ „ბარსელონას“ შემტევების საქციელი უარყოფითად შეაფასა და ამას მეტოქისადმი უპატივცემულობის გამოვლინება უწოდა.

„რათქმაუნდა ასეთი რამეების მომხრე არ ვარ. ეს მეტოქისადმი უპატივცემულობის გამოვლინებაა. მსგავსი ფაქტები ფეხბურთში მხოლოდ აგრესიას შობს“ - განაცხადა ფერნანდო ტორესმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „სელტას“ შორის გამართულ მატჩში(6-1), მესიმ და სუარესმა თერთმეტმეტრიანი გაითამაშეს, რასაც საფეხბურთო სამყაროში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები