ვენგერი აბუ დიაბიზე:''შენი სიმამაცე ნათლად დავინახეთ''
Aa
Aa

ვენგერი აბუ დიაბიზე:''შენი სიმამაცე ნათლად დავინახეთ''

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა აბი დიაბიმ კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა. ''ოსერის,'' ''მარსელისა'' და ''მარსელის'' ექსნახევარმცველმა კარიერის დასრულების შესახებ rmcsport-თან ისაუბრა.

აბუ დიაბი: ''კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე. ტრავმების გამო მოედანზე დაბრუნება დიდ სირთულეს წარმოადგენდა. სხეული არ მაძლევდა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას. ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.''

დიაბიმ უკანასკნელი მატჩი 2016 წლის 21 აგვისტოს ''მარსელის'' მაისურით ''გენგამთან'' ჩაატარა. 

ტანმაღალმა ნახევარმცველმა, რომლის სიმაღლე 192 სმ-ს შეადგენს, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩი ჩაატარა. ''სამფეროვანთა'' რიგებში ერთადერთი გოლი ფინეთს გაუტანა. 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში დიაბის გოლით დეშამის გუნდმა ფინეთი ჰელსინკში დაამარცხა.

დიაბიმ ''მეთოფეთა'' რიგებში ინგლისის პრემიერლიგაში 122 მატჩი ჩაატარა.

Transfermarkt-ის ინფორმაციით დიაბის პროფესიული კარიერის განმავლობაში სხვადასხვა სახის ტრავმა 2308 დღე აწუხებდა.

არსენ ვენგერმა rmcsport.tv-სთან ინტერვიუში აბუ დიაბის შესახებ ისაუბრა: ''უცნაურია, გასულ ღამეს შენს შესახებ მკითხეს. მე გამახსენდა შენი ვარდნა ''სანდერლენდთან,'' რომელიც ძალიან გეტკინა. მე ვისაუბრე შენს მიერ გამოვლენილი სიძლიერისა და სიმამაცის შესახებ, რომელიც ნათლად გამოჩნდა, როცა ტრავმის მიუხედავად მოედანს დაუბრუნდი. სამწუხაროა, რომ შენი შესაძლებლობები სრულყოფილად ვერ გამოავლინე. მომავალში წარმატებებს გისურვებ.''

დიაბი არსენ ვენგერთან ერთად ლონდონის ''არსენალში'' 2006-15 წლებში მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები