Aa
Aa

"ჩელსიმ" კეპა დასაჯა

“ლონდონის ჩელსიმ“ გუნდის ძირითადი მეკარე, კეპა არისაბალაგა, დასაჯა. „არისტოკრატებმა“ ეს გადაწყვეტილება „კარაბაოს თასის“ ფინალში მომხდარი ინციდენტის გამო მიიღეს. „სიტისთან“ გამართული თერთმეტმეტრიანების სერიის წინ ესპანელი გოლკიპერი მაურიციო სარის არ დაემორჩილა და მოედნის დატოვებაზე უარი განაცხადა.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით „ლურჯებმა“ კეპას ერთი კვირის ხელფასი დაუკავეს, რაც 190 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. „სტემფორდ ბრიჯის“ წარმომადგენლები ამ თანხას საქველმოქმედო საქმიანობას მოახმარნენ.

კეპას ქმედებებს „ნისლიან ალბიონზე“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ესპანელი გოლკიპერი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა. მაურიციო სარიმ და არისაბალაგამ შეხვედრის შემდეგ ყველაფერს გაუგებრობა უწოდეს, თუმცა ბრიტანული ტაბლოიდების ცნობით ამ ფაქტმა კლუბში დიდი არეულობა გამოიწვია. „ჩელსის“ ფეხბურთელთა ნაწილი იტალიელი სპეციალისტის პოზიციას იზიარებს, ნაწილი კი კეპას ემხრობა.

„არისტოკრატებს“ სიტუაციის გამოსწორება ლონდონურ დერბიში შეეძლებათ. „ლურჯები“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „ტოტენჰემს“ მიიღებენ და გულშემატკივრების კეთილგანწყობის დაბრუნებას შეეცდებიან.

ასევე იხილეთ - MMA-ის რონალდინიო! მიჩელ პერეირას აკრობატული დარტყმები და ნოკაუტში ჩაგდებული მეტოქე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები