კლოპის მატჩის შემდგომი კომენტარი
Aa
Aa

კლოპის მატჩის შემდგომი კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „ევროპა ლიგის“ მე-16 ფინალის პირველი მატჩები გაიმართა. საკუთარი შეხვედრა გამართა „ლივერპულმაც“ რომელიც „აუგსბურგს“ სტუმრობდა. მატჩი საკმაოდ დაბალ ტემპში წარიმართა და საბოლოოდ უგოლო ფრით დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, კომენტარი „მერსისაიდელთა“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გააკეთა, რომელიც საკუთარი ფეხბურთელების ასპარეზობით უკმაყოფილო დარჩა.

„ფლეი-ოფის პირველი გასვლითი შეხვედრისთვის, ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, რამდენიმე მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. საბოლოო ჯამში, ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი არ ვარ. ერთ კვირაში საპასუხო მატჩს „ენფილდზე“ გავმართავთ, რაც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი უპირატესობაა“ – განაცხადა კლოპმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები